×
მეტალოპლასტმასის მილი და ფიტინგი გათბობა   მილები   ფიტინგები   კონდიცირება ვენტილაცია   წყლის გამაცხელებელი   მზის ელექტრო პანელები და აქსესუარები სახანძრო სისტემები ტუმბოები   გაზის მილები და ფიტინგები   სანტექნიკა   ქიმიკატები წყლის მრიცხველები სათადარიგო ნაწილები   ვიეგა . Viega   ხელსაწყოები სამშენებლო სარემონტო მასალები   დამცავი არმატურა   საკონტროლო მზომავი მასალები   იატაკის კონვექტორი   თბილი იატაკი   საიზოლაციო მასალები   AUX კომერციული კონდიცირება  

1.რა ნორმები უნდა დავიცვათ იმისათვის, რომ გამათბობელი საზიანო არ აღმოჩნდეს ჩვენი ჯანმრთელობისათვის?
გათბობის ქვაბის მონტაჟი უნდა მოხდეს სპეციალისტის მიერ ,აუცილებლად   უნდა შემოწმდეს   საკვამური მილი რადგან არ მოხდეს ნამწვავი აირის სახლში გაჟონვა.
ასევე შემოწმებული უნდა იქნას გაზის მიერთების ადგილი. 

2.როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ დამწვარი აირი უკან სახლში არ შემოვიდეს და გარეთ გავიდეს?
გათბობის ქვაბი უნდა დამონტაჟდეს ისეთ ოპტიმალურ ადგილას რომ მოცილებული იყოს ფანჯრიდან. 

3.როგორი სახის მილისს გამოყენებაა უმჯობესი გამათბობელის დაყენებისას?
გამოიყენება ორი სახის მილი: მინაბოჭკოვანი და მეტალო პლასტიკის მილები.

4.როგორ შევარჩიოთ გამათბობელი?
გამოთბებლის შერჩევა ხდება გასათბობი ფართის სიდიდისა და თბოდანაკარგების გათვალისწინებით.

5.რა არის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი იმისათვის, რომ გამათბობელმა გაათბოს დიდი ფართი?
ფართის სრულფასოვნად გათბობისათვის საჭიროა სწორად მოხდეს  გათბობის ქვაბის შერჩევა სიმძლავრის და თბოდანაკარგის გათვალლისწინებით .

6.სად არის უმჯობესი გაზის გამათბობელის დაყენება? რატომ?
გათბობის ქვაბის მონტაჟი სასურველია მოხდეს შენობის შიგნით, გარე გამავალ კედელზე, ფანჯრებიდან მოშორებით, რათა ავიცილოთ ქვაბის გაყინვა. თუ მოვახდენთ გათბობის ქვაბის ღია სივრცეში მონტაჟს უნდა მოვახდინოთ მისი მოთავსება სპეციალურ კარადაში. დაუშვებელია გამათბობლის მონტაჟი სააბაზანოში.

7.რა სახის გამათბობელია ყველაზე ეკონომიური ?
ყველაზე ეკონომიური გათბობის ქვაბი არის „კონდენსატიური ტიპის“ რადგან მარგი ქმედების კოფიციენტი ჩვეულებრივ ქვაბთან შედარებით მაღალი აქვს.

8.ცენტრალური გათბობა უფრო უსაფრთხოა თუ ჩვეულებრივი გაზის გამათბობლები (მაგ. კარმა, კომფორტი და ა.შ)? რატომ არის უსაფრთხო?
ცენტრალური გათბობის სისტემა გაცილებით უსაფრთხოა რადგან გამათბობელი აღჭურვილია დამცავი სენსორებით.

9.თუ შეგვიძლია ჰელიო სისტემის წყლის გამათბობელის ცენტრალური გათბობისათვის გამოყენება და რამდენად ეფექტურია?
ჰელიო სისტემა გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება ცენტრალური გათბობისათვის და საკამოდ ეფექტურია.  კერძოდ, ამცირებს ენერგომატარებლის ხარჯვით ნაწილს.

10.აგარაკისთვის კედლის ქვაბი ჯობია თუ დასადგამი?
ორივე მოწყობილობის გამოყენება დასაშვებია. დამოკიდებულია ფართის სიდიდეზე.

11. როგორ შევარჩიოთ გათბობის ქვაბი  ფართის კვადრატული მეტრის მიხედვით?
ვიღებთ ქვაბის ნომინალურ სიმძლავრეს და მისი მიხედვით ვადგენთ სასურვებ სიმძლავრეს. (ტბოდანაკარგების გათვალისწინებით)

12. რას გვირჩევთ იმისათვის, რომ ზამთარში გამათბობელის მუშაობისას გავაკეთოთ ეკონომია?
გასათბობ ფართს  უნდა ჰქონდეს კარგი თბოიზოლაცია, რადიატორები აღჭურვილი უნდა იყოს თერმოსტატებით რაც შემგომში გამოიწვევს დანახარჯის შემცირებას.

13.როგორ შევამციროთ ცენტრალური გათბობის გადასახადი?
ცენტრალური გათბობის ქვაბი უნდა ვამუშაოთ დაბალ ტემპერატურაზე და რადიატორები სასურველია ავღჭურვოთ  თერმოსტატებით.

14.როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის საჭირო წყალგამაცხელებელი?
წყალგამაცხელებლის შერჩევა ხდება სველი წერტილების რაოდენობის გათვალისწინებით.

15.თუ შეიძლება გვირჩიეთ, როგორ მოვემზადოთ ზამთრისათვის?
პირველრიგში ყურადგება უნდა მივაქციოთ სახლის თბოიზოლაციას და რადიატორები და ოთახები ავღჭურვოთ თერმოსტატებით. 

16.რა უპირატესობები აქვს ცენტრალურ გათბობის სისტემას?
ცენტრალური გათბობის სისტემის უპირატესობა გახლავთ ის რომ იგი იძლევა მეტ ეკონომიას და ქმნის მეტი გათბობის ეფექტს.