×
მეტალოპლასტმასის მილი და ფიტინგი გათბობა   მილები   ფიტინგები   კონდიცირება ვენტილაცია   წყლის გამაცხელებელი   მზის ელექტრო პანელები და აქსესუარები სახანძრო სისტემები ტუმბოები   გაზის მილები და ფიტინგები   სანტექნიკა   ქიმიკატები წყლის მრიცხველები სათადარიგო ნაწილები   ვიეგა . Viega   ხელსაწყოები სამშენებლო სარემონტო მასალები   დამცავი არმატურა   საკონტროლო მზომავი მასალები   იატაკის კონვექტორი   თბილი იატაკი   საიზოლაციო მასალები   AUX კომერციული კონდიცირება  
როგორ შევინარჩუნოთ სითბო მთელი ზამთრის განმავლობაში?

ზამთრის დადგომამდე რამდენიმე თვე დარჩა. სწორედ ახლა არის საუკეთესო დრო, წინასწარ მოიწყოთ ყველა ის პირობა, რაც ცივ დღეებს კომფორტულად გადაგატანინებთ. ჩვენი დღევანდელი ბლოგის მიზანია, რამდენიმე სასარგებლო რჩევა გაგიზიაროთ, რომელიც სახლის გათბობასა და შემდეგ კი სითბოს შენარჩუნებაში გამოგადგებათ. 


გათბობის ქვაბი


სანამ პატარ-პატარა დეტალებზე ვკონცენტრირდებოდეთ, მთავარი გავიხსენოთ: გათბობის ყველაზე საიმედო გზა ცენტრალური გათბობის სისტემის დამონტაჟებაა. თუ თქვენს სახლში უკვე არსებობს ცენტრალური გათბობა, მაშინ, მომავალი ზამთრისთვის მის შემოწმებაზე იფიქრეთ, განსაკუთრებით კი დარწმუნდით, რომ
გათბობის ქვაბი ისევ ეფექტურად მუშაობს. 


აქვე, წაიკითხეთ ჩვენი ბლოგი და გაიგეთ, როდის არის საჭირო გათბობის ქვაბის გამოცვლა


ხალიჩები


დაგვერწმუნებით, რომ ზამთარში მეტლახის იატაკი საკმაოდ არაკომფორტულია. იმის გარდა, რომ ცივი იატაკი პირდაპირ უშლის ხელს სახლის სათანადოდ გათბობას, თითქოს სიმყუდროვესაც აკარგვინებს გარემოს. რა თქმა უნდა, ამის გამო ყოველ ზამთარს ვერ გავაქრობთ მეტლახს ჩვენი სახლებიდან, შესაბამისად, უფრო მარტივ საშუალებას უნდა მივმართოთ. ასეთია ხალიჩები, როგორც მცირე, ისე პატარა ზომის. ხალიჩები, გარდა იმისა, რომ დიზაინის კუთხითაც გააუმჯობესებს სახლის ინტერიერს, სითბოს, კომფორტისა და სიმყუდროვის გრძნობასაც გაგიჩენთ ზამთრის ცივ დღეებში. 


თუ დიდი ზომის ხალიჩა არ გაქვთ, არ მოერიდოთ პატარა ხალიჩების მრავლად გამოყენებას, რაც სახლს მრავალფეროვნებას შესძენს და უფრო კარგადაც გაათბობს. 


სწორად განლაგებული ავეჯი


ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ მოძრაობს სითბო თქვენს სახლში, მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ სასურველი ტემპერატურის შენარჩუნებაში. ამის შესაბამისად უნდა განალაგოთ თქვენი ავეჯიც. ერიდეთ მოსასვენებელი სივრცის მოწყობას ისეთ ადგილებში, რომლებიც გარე კედლებსა და შემოსასვლელ კართანაა ახლოს. ნაცვლად ამისა, განალაგეთ ავეჯი სახლის შიდა, ცენტრალურ ნაწილებში ან ისეთ ადგილებში, სადაც მზე ყველაზე კარგად აღწევს შუადღის საათებში. 


ამასთანავე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ რადიატორებსა და გათბობის სხვა საშუალებებთან ძალიან ახლოს არ განალაგოთ ავეჯი. მართალია, რადიატორთან სავარძელზე მჯდომი კარგად გათბებით, მაგრამ ოთახის სხვა ნაწილში სითბო შეიძლება საერთოდ ვერც იგრძნოთ. ნებისმიერი საგანი რომელიც სითბოს წყაროზეა მიდგმული, თბილი ჰაერის ცირკულაციას უქმნის დაბრკოლებას. საუკეთესო გამოსავალია დიდი ზომის ავეჯი, მაგალითად, საწოლი და დივანი რადიატორიდან იმ დისტანციაზე მოათავსოთ, სადაც სითბო მოაღწევს კიდეც და ამასთან საშუალება ექნება, მთელი ოთახის ტერიტორიაზე გავრცელდეს. 


იზოლაცია


სათანადო იზოლაცია სახლის გასათბობად აუცილებელია. კედლები, ჭერი და იატაკი იდეალურად უნდა იყოს იზოლირებული იმისთვის, რომ სითბოს დანაკარგი მინიმუმამდე დავიდეს. ყველაზე კარგი გზა სითბოს შესანარჩუნებლად ფანჯრებისთვის ორმაგი მინის გამოყენებაა. გარდა ამისა, დაათვალიერეთ სახლის მთლიანი ტერიტორია და შეამოწმეთ, კედლებში, ჭერსა და იატაკზე ხომ არ არის პატარ-პატარა ღრიჭოები. ასეთის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად ამოავსეთ ისინი. 


მზე შუადღის პერიოდში


სახლში შემოღწეული მზის სინათლე, როგორც წესი, ულტრაიისფერი სხივებია, რომელსაც მინა კარგად ატარებს. მას შემდეგ, რაც ისინი კონკრეტულ საგნამდე მიაღწევენ, სხივები სითბოდ გარდაიქმნება. იმისთვის, რომ ბუნებრივი სინათლე სითბოდ გარდაქმნათ და ამ გზით მნიშვნელოვნად შეამციროთ თქვენი ყოველთვიური გადასახადები ზამთრის განმავლობაში, უბრალოდ ფარდები გადაწიეთ და ოთახებში მზე შემოუშვით. არ დაგავიწყდეთ ფარდების გაფარება მაშინვე, როცა მზე ჩასვლას დაიწყებს. 


შეჯამება


როგორც ვნახეთ, სახლის გათბობა და გათბობის საშუალებებით წარმოქმნილი სითბოს შენარჩუნება ბევრი გზით შეგიძლიათ. ზოგიერთი მათგანი შეიძლება წვრილმანადაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ ისინი ერთიანობაში ძალიან ეფექტურად მუშაობს. ერთი სიტყვით, წინასწარ დაიჭირეთ თადარიგი და გრძელ ზამთარს მომზადებული დახვდით.